მარი მურცხვალაძე სპეციალობით ზოოლოგია. მან 2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო კურსი.
2012 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ”ცხოველთა სახეობების წარმოშობა და პოპულაციის სტრუქტურირების კვლევა კავკასიაში”.
2012 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის ასოც. პოფესორი და მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის მენეჯერი. 2013 წლიდან მუშაობს ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის რ. ლუგარის გენომურ ლაბორატორიაში.
2016-2017 წწ იყო ფულბრაითის სტიპენდიანტი (Fulbright scholar), გავლილი აქვს სწავლება სანგერის გენომურ ცენტრში (დიდი ბრიტანეთი); ლოს-ალამოსის ეროვნულ ლაბორატორიაში (აშშ), ბონის ზოოლოგიურ მუზეუმში.
2020 წლიდან დღემდე მუშაობს ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრ გენომიქსში კონსულტანტად.
გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციები https://scholar.google.com/citations?user=JWWd1oEAAAAJ&hl=en