თრომბოფილია წარმოადგენს სისხლის კოაგულაციის პათოლოგიას, რომელიც თრომბოზის რისკს ზრდის. თრომბოფილია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ისე — შეძენილი.
სქესობრივად გადამდებია ნებისმიერი დაავადება, რომელიც სქესობრივი კონტაქტისას სპერმით, ვაგინალური გამონადენით ან სისხლით გადაეცემა. მათ შორისაა შიდსი, ქლამიდია, გენიტალური ჰერპესი, გენიტალური მეჭეჭები, გონორეა, სიფილისი, სოკოვანი ინფექცია და ჰეპატიტის ზოგიერთი ფორმა.
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსს აზიანებს. მისი კლინიკური გამოვლინებები შეიძლება, დაზიანების, ანატომიური მდებარეობისა და HPV ტიპის მიხედვით განსხვავდებოდეს. ამჟამად ცნობილია HPV-ის 100-მდე ქვეტიპი, რომელთაგან 40-ზე მეტი ანოგენიტალურ ტრაქტს აზიანებს.
ბაქტერიული ვაგინოზი (Bacterial Vaginosis – BV) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ინფექციას, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური ფლორის ბუნებრივი ბალანსის დარღვევითა და პირობით პათოგენური ბაქტერიების ჭარბი ზრდით. ბაქტერიული ვაგინოზი ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებში გვხვდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, იგი ქალების 29.2%-ს აღენიშნება.