სამეცნიერო საბჭო

გია გიგოლაშვილი

კონსულტანტი

გენომიქსის კონსულტანტმა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, გია გიგოლაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მას შემდეგ ის ს.დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის სხვადასხვა დეპარტამენტში, მოლეკულური გენეტიკის განყოფილებაში, ნუკლეინის მჟავებისა და ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიებში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობდა.

1994-2004 წლებში გია გიგოლაშვილი აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ინსტიტუტში თუთის სელექციისა და მეთუთეობის განყოფილების გამგე იყო, პარალელურად კი ბიოქიმიაში ლექციებსაც კითხულობდა. 2001 წლიდან ის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და სამეცნიერო ნაშრომების შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. მისი ავტორობით 45 პუბლიკაციაა გამოცემული, მათ შორისაა:

  1. Gordeziani M., adamia G., khatisashvili G., Gigolashvili G. Programmed cell self-liquidation (apoptosis) (Review), Annals of Agrarian Science Volume 15, Issue 1, March 2017, Pages 148-154 http://www.sciencedirect.com/science/article/pii/S151218871630029X
  2. Adamia G., Chogovadze M., Chokheli L.,Gigolashvili G., Gordeziani M.,Khatisashvili G., Kurashvili M., Pruidze M., Varazi T. – About possibility of alga Spirulina application for phytoremediation of water polluted with 2,4,6-trinitrotoluene. Annals of Agrarian Science Volume 16, Issue 3, September 2018, Pages 348-351
  3. Kurashvili M., Varazi T., Khatisashvili G., Gigolashvili G., Adamia G., Pruidze

M., Gordeziani M., Chokheli L.,Japharashvili S., Khuskivadze N. – Blue-green alga Spirulina as a tool against water pollution by 1,1′-(2,2,2-trichloroethane-1,1- diyl)bis(4-chlorobenzene) (DDT)). Annals of Agrarian ScienceVolume 16, Issue 4, December 2018, Pages 405-409

  1. M. Kurashvili, G. Adamia, T. Varazi, G.Khatisashvili, G. Gigolashvili, M.Pruidze, L. Chokheli, S. Japharashvili – Application of Blue-green Alga Spirulina for removing Caesium ions from polluted water – Annals of Agrarian Science 2019 (in press)
  2. I. Tabagari , M. Kurashvili, T. Varazi, G.Adamia, G. Gigolashvili, M. Pruidze, L.Chokheli, G. Khatisashvili, P.v.F.Niemsdorff – Application of Arthrospira (Spirulina)platensis against Chemical Pollution of Water – Water 2019, 11(9), 1759; https://doi.org/10.3390/w11091759

გია გიგოლაშვილის მონაწილეობით, შექმნილია შემდეგი პატენტები:

  1. პატენტი AU 2018 14736 — ლურჯ-მწვანე წყალმცენარე სპირულინას გამოყენებით 2,4,6-ტრინიტროტოლუოლით დაბინძურებული წყლის გაწმენდის ხერხი – საქპატენტი
  2. პატენტი AU 2018 14896 — ლურჯ-მწვანე წყალმცენარე სპირულინას გამოყენებით

დიქლორდიფენილტრიქლორეთანით (დდტ) დაბინძურებული წყლის გაწმენდის ხერხი  – საქპატენტი

2002-2018 წლებში გია გიგოლაშვილს არაერთი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი აქვს მოგებული. ბოლო გრანტს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასასუფთავებლად ლურჯ-მწვანე წყალმცენარის, სპირულინას გამოყენებით. 2020 წლიდან დღემდე იგი ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრის, გენომიქსის კონსულტანტია.

This site is registered on wpml.org as a development site.