სამეცნიერო საბჭო

ლია ჭყონია

გენომიქსის დამფუძნებელი

ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრის, გენომიქსის დამფუძნებელი ლია ჭყონია, ამავდროულად, ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკის, რეპროარტის დამფუძნებელი და დირექტორია. ლია ემბრიოლოგია და ამჟამადაც საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს. ამას გარდა, იგი ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპის ასოციაცია ESHRE-ს ერთ-ერთი სამეცნიერო ჯგუფის თავმჯდომარე, ევროპის IVF (ინ ვიტრო განაყოფიერების) მონიტორინგის კონსორციუმის წევრი, ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის ასოციაციის (ASRM) წევრი და ბიზნესმენ ქალთა საერთაშორისო ფონდის (IWEC) 2015 წლის გამარჯვებულია.

ლია ჭყონიამ ასპირანტურა გაიარა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები შეისწავლა აშშ-ის ქალაქ ნორფოლკში, ჯონსების სახელობის რეპროდუქციულ ინსტიტუტში (Jons Institute for Reproductive Medicine – Susan Lanzendorf’s Lab Norfolk, Virginia, USA). სწორედ ეს არის კლინიკა, სადაც აშშ-ში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერებით (IVF) ჩასახული ბავშვი დაიბადა. დოქტორანტურის დასრულების შემდეგ ლია ჭყონია ამავე რეპროდუქციულ ინსტიტუტში მუშაობდა და რეპროდუქციის დამხმარე ტექნოლოგიების, კერძოდ, მიკრომანიპულაციების სასწავლო პროგრამების სერტიფიცირებული მასწავლებელი იყო. 1995 წლიდან იგი Mount Sainai Hospital, OFRM-ში (Оffices for Fertility and Reproductive Medicine NY, NY,USA) საქმიანობდა. სულ ლია ჭყონიას აშშ-ის ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

საქართველოში ლია ჭყონიას სამედიცინო საქმიანობა 2003 წლიდან იწყება. იგი ჯერ ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ემბრიოლოგი იყო, 2006-2012 წლებში კი სამედიცინო ცენტრ „იუნონას“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2012 წლის ივლისში ლია ჭყონიამ ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა ReproART დააფუძნა და დღემდე მისი დირექტორია. სწორედ მის სამედიცინო საქმიანობას უკავშირდება სპერმის ინექციის (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection), სპერმის ოპერაციული ასპირაციისა და ბლასტოცისტის გაყინვის შედეგად საქართველოში პირველი ბავშვების დაბადება. 2020 წლიდან ლია ჭყონია გენომიქსის დამფუძნებელია.