ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც, როგორც წესი, კანისა და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა სახის დაზიანებას იწვევს. ამჟამად HPV-ის 100-ზე მეტი გენოტიპია იდენტიფიცირებული, რომელთაგან ზოგი მეჭეჭების, ზოგი კი სხვადასხვა სახის კიბოს მიზეზადაც შეიძლება იქცეს. უმეტეს შემთხვევაში პაპილომავირუსის არსებობა შეუმჩნეველი რჩება, რადგან ის, ძირითადად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. HPV ინფექციით გამოწვეული გართულებები ვირუსული ინფექციების უმრავლესობას იმუნური...