ადამიანის პაპილომავირუსისგან გამოწვეული გართულებები

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც, როგორც წესი, კანისა და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა სახის დაზიანებას იწვევს.

ამჟამად HPV-ის 100-ზე მეტი გენოტიპია იდენტიფიცირებული, რომელთაგან ზოგი მეჭეჭების, ზოგი კი სხვადასხვა სახის კიბოს მიზეზადაც შეიძლება იქცეს.

უმეტეს შემთხვევაში პაპილომავირუსის არსებობა შეუმჩნეველი რჩება, რადგან ის, ძირითადად, სიმპტომების  გარეშე მიმდინარეობს.

HPV ინფექციით გამოწვეული გართულებები
ვირუსული ინფექციების უმრავლესობას იმუნური სისტემა თავად უმკლავდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვირუსი ორგანიზმში რჩება და სხვადასხვაგვარად ვლინდება.

ადამიანის პაპილომავირუსის 40-ზე მეტი გენოტიპის სამიზნეს ანოგენიტალური ტრაქტი წარმოადგენს. ანოგენიტალური პაპილომავირუსები დაბალ და საშუალო/მაღალ ონკოგენურ ტიპებად იყოფა.

მაღალი რისკის HPV კიბოსწინარე ცვლილებებსა (წარმონაქმნები) და ინვაზიურ კიბოსთან ასოცირდება, დაბალი რისკის HPV კი ხშირად უსიმპტომო ან კეთილთვისებიანი წარმონაქმნების სახით, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გვხვდება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილია HPV-ის მაღალი რიკის გენოტიპები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ:

  • საშვილოსნოს ყელის კიბო;
  • ანალური ხვრელის კიბო;
  • ასოს კიბო;
  • ქალის გარე სასქესო ორგანოების კიბო;
  • საშოს კიბო;
  • ძუძუს, თავისა და კისრის კიბოს ზოგი ტიპი.

HPV-ის პრევენცია

HPV-ის პრევენციაში დიდ როლს ასრულებს: ვაქცინაცია, საშვილოსნოს ყელის კიბოს რეგულარული სკრინინგი, დამცავი კონდომის გამოყენება, საზოგადოებრივ აუზებსა და გასახდელებში ფეხსაცმლის ტარება, მონოგამური მეჭეჭების დაცვა უხეში შეხებისგან და ა.შ.

ინფექციის დროული და სწორი დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია გართულებების თავიდან ასაცილებლად.