ის, რაც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ უნდა იცოდეთ

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველდღიურად, სგგი-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. თუმცა, მედიცინის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იხვეწება დიაგნოსტიკის მეთოდები, პრევენციისა და ვაქცინაციის კუთხით, იცვლება დაავადებულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ ამ თემაზე გიამბობთ. სგგი-ის ინფიცირების წყარო მხოლოდ სქესობრივი კონტაქტი არ არის სგგი-ით ინფიცირება ნებისმიერი სახის...

რატომ უნდა ჩაიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირება?

რა არის სქესობრივად გადამდები ინფექციები? სქესობრივად გადამდები ინფექცია (დაავადება) ერთი ადამიანიდან მეორეს უპირატესად დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა. სქესობრივი კონტაქტი შეიძლება იყოს ვაგინალური, ანალური ან ორალური. თუმცა, ამ ინფექციების გადაცემა ყოველთვის სქესობრივ კონტაქტს არ უკავშირდება. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ვრცელდება ინტიმურ არეებთან ფიზიკური შეხებით, ორსულობისას დედიდან ნაყოფზე,  მშობიარობისას, ნემსის მრავალჯერადი სარგებლობით (სხვადასხვა პირის მიერ), პირადი მოხმარების...