გენომიქსის კონსულტანტმა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, გია გიგოლაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მას შემდეგ ის ს.დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის სხვადასხვა დეპარტამენტში, მოლეკულური გენეტიკის განყოფილებაში, ნუკლეინის მჟავებისა და ბიოლოგიური ჟანგვის ლაბორატორიებში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე მუშაობდა.
1994-2004 წლებში გია გიგოლაშვილი აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ინსტიტუტში თუთის სელექციისა და მეთუთეობის განყოფილების გამგე იყო, პარალელურად კი ბიოქიმიაში ლექციებსაც კითხულობდა. 2001 წლიდან ის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და სამეცნიერო ნაშრომების შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. მისი ავტორობით 45 პუბლიკაციაა გამოცემული, მათ შორისაა:
M., Gordeziani M., Chokheli L.,Japharashvili S., Khuskivadze N. – Blue-green alga Spirulina as a tool against water pollution by 1,1′-(2,2,2-trichloroethane-1,1- diyl)bis(4-chlorobenzene) (DDT)). Annals of Agrarian ScienceVolume 16, Issue 4, December 2018, Pages 405-409
გია გიგოლაშვილის მონაწილეობით, შექმნილია შემდეგი პატენტები:
დიქლორდიფენილტრიქლორეთანით (დდტ) დაბინძურებული წყლის გაწმენდის ხერხი – საქპატენტი
2002-2018 წლებში გია გიგოლაშვილს არაერთი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი აქვს მოგებული. ბოლო გრანტს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიის შემუშავება ქიმიურად დაბინძურებული წყლების გასასუფთავებლად ლურჯ-მწვანე წყალმცენარის, სპირულინას გამოყენებით. 2020 წლიდან დღემდე იგი ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრის, გენომიქსის კონსულტანტია.