ის, რაც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ უნდა იცოდეთ

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველდღიურად, სგგი-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდება. თუმცა, მედიცინის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო იხვეწება დიაგნოსტიკის მეთოდები, პრევენციისა და ვაქცინაციის კუთხით, იცვლება დაავადებულის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება. ჩვენს ბლოგპოსტში სწორედ ამ თემაზე გიამბობთ.

სგგი-ის ინფიცირების წყარო მხოლოდ სქესობრივი კონტაქტი არ არის

სგგი-ით ინფიცირება ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კავშირითაა შესაძლებელი, თუმცა ადამიანი სგგი-ით იშვიათად, მაგრამ შესაძლოა, დაავადებული პირის თეთრეულის ან პირსახოცის გამოყენებითაც დაინფიცირდეს. ამას გარდა, სგგი გადამდებია მაშინაც, როცა ინფიცირებულს არანაირი სიმპტომი არ აქვს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უმეტესად უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული სიმპტომით მიმდინარეობს

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სიმპტომების გამოვლენას შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს, ან ორგანიზმმა ზოგიერთი მათგანი ისე დაამარცხოს, რომ პაციენტი ინფიცირებას ვერც კი მიხვდეს. უმეტესად სგგი უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს. მათ შორისაა: წვის შეგრძნება შარდვის დროს, სიწითლე სასქესო ორგანოების მიდამოებში, ვაგინალური ან ურეთრალური გამონადენი, ქავილი, გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, კანსა და ლორწოვან

სგგი-ით ყველა შეიძლება დაინფიცირდეს

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციით შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი დაავადდეს და ამ შემთხვევაში წარმომავლობას, რასას, სქესს, სექსუალურ ორიენტაციასა თუ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ყველა საწინააღმდეგო მოსაზრება მითია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

კონდომი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან 100%-ით არ იცავს

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალება შემთხვევითი სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება და კონდომის გამოყენებაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კონდომი ვერ დაგიცავთ ისეთი ინფექციებისგან, რომლებიც კანის კანთან შეხებით, სისხლით,  ან საყოფაცხოვრებო ნივთებით ვრცელდება. მათ შორისაა, მაგალითად, HPV, ჰერპეს ვირუსი და ა.შ.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უმეტესობა განკურნებადია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უდიდესი ნაწილი, მაგალითად, გონორეა, ტრიქომონიაზი, ურეაპლაზმოზი,მიკოპლაზმოზი, ქლამიდიოზი და ა.შ განკურნებადია. ზოგიერთი მათგანის, მაგალითად ჰერპეს ვირუსის, HIV-ის და ა.შ. ორგანიზმიდან ელიმინაცია შეუძლებელია თუმცა ისინი მართვას ექვემდებარება.

სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა შეიძლება, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს

ურო-გენიტალური ტრაქტის ინფექციური დაავადებების გარდა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, გართულების შემთხვევაში, შეიძლება, უნაყოფობის მიზეზად იქცეს, ზოგჯერ კი HPV-ის ზოგიერთი გენოტიპი საშვილოსნოს ყელის კიბოს წინარე დაავადებებისა და კიბოს გამომწვევადაც გვევლინება.

ზოგიერთი ინფექცია ნაყოფს ორსულობის, ან მშობიარობის დროს დედისგან გადაეცემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა, რომლებიც ორსულობას გეგმავენ ან ორსულად არიან, ეს ფაქტორიც გაითვალისწინონ.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები განკურნების შემდგომ იმუნიტეტს არ ტოვებს, ამიტომ ადამიანი შესაძლოა, რამდენჯერმე დაინფიცირდეს

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან განკურნების შემდეგ რეინფიცირება  შესაძლებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ერთდროულად იმკურნალოს და დაუცველ, შემთხვევით სქესობრივ კავშირს მოერიდოს.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის დადგენა პჯრ ტესტით ხდება, რომელიც მსოფლიოში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული

რადგან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მათი გამოვლენის საუკეთესო გზა პჯრ ტესტირებაა. სწორედ ისაა მიჩნეული თანამედროვე მედიცინაში ოქროს სტანდარტად. შესაბამისად, ინფექციის დროული დიაგნოსტირებისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, ადამიანმა კვლევა რეგულარულად, წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ  ჩაიტაროს.

მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრ „გენომიქსში“ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებით ხდება. პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ შემდეგი გამომწვევების ცალ-ცალკე ან ერთდროული პჯრ ტესტირება: ქლამიდია ტრაქომატის, ნეისერია გონორეა, მიკოპლაზმა გენიტალიუმ, ტრიქომონა ვაგინალის, ურეაპლაზმა პარვუმ, ურეაპლაზმა ურეალიტიკუმ, მიკოპლაზმა ჰომინის, ჰერპეს სიმპლექს 1, ჰერპეს სიმპლექს 2 და ტრეპონემა პალიდუმ.