რატომ უნდა ჩაიტაროთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირება?

რა არის სქესობრივად გადამდები ინფექციები? სქესობრივად გადამდები ინფექცია (დაავადება) ერთი ადამიანიდან მეორეს უპირატესად დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს გადაეცემა. სქესობრივი კონტაქტი შეიძლება იყოს ვაგინალური, ანალური ან ორალური. თუმცა, ამ ინფექციების გადაცემა ყოველთვის სქესობრივ კონტაქტს არ უკავშირდება. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ვრცელდება ინტიმურ არეებთან ფიზიკური შეხებით, ორსულობისას დედიდან ნაყოფზე,  მშობიარობისას, ნემსის მრავალჯერადი სარგებლობით (სხვადასხვა პირის მიერ), პირადი მოხმარების...