გენომიქსი — მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი დაარსდა 2020 წელს, საქართველოსა და აშშ-ში მოღვაწე მეცნიერების მიერ. 2022 წელს მან წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი და მიიღო EN ISO 9001:2015 სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ცენტრის მისია
პაციენტებისათვის ბიოსამედიცინო კვლევებისა და გენური დიაგნოსტიკის დარგში ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალხარისხიანი სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების მიწოდება და ქვეყნის სამედიცინო ლაბორატორიული სეგმენტის გაძლიერება პროფესიონალი პრაქტიკოსებით და ახალი კვლევების დანერგვით.
ჩვენი ხედვა
- ვიყოთ რეპროდუქციულ მედიცინაში ერთ-ერთი წამყვანი და ხელმისაწვდომი ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი საქართველოში;
- რეგიონში შემოგვქონდეს, ვქმნიდეთ, ვაწარმოებდეთ, ვნერგავდეთ და ექსპორტზე გაგვქონდეს
მაღალტექნოლოგიურ მიდგომებზე დაფუძნებული ინოვაციური დიაგნოსტიკური კვლევები;
- ვიყოთ მედიცინის სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა საიმედო დასაყრდენი და აქტიური მხარდამჭერი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით;
განუწყვეტლივ ვაუმჯობესებდეთ ხარისხის მართვის სისტემებს სწორი დაგეგმვის, დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირების, პროცესების მუდმივი შეფასების, საგანმანათლებლო, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დროული გატარების საფუძველზე.
ხარისხის პოლიტიკა სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების სფეროში
- საკანონმდებლო მოთხოვნების ფარგლებში პაციენტთა მომსახურებისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების/პროტოკოლების დანერგვით პაციენტების და პარტნიორების კმაყოფილებისა და მათი რაოდენობის მუდმივი ზრდა;
- სერვისების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პარტნიორებთან / პაციენტებთან ურთიერთობის სამსახურების ეფექტური ფუნქციონირებით მათი საჭიროებების გამოვლენის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება;
- ცენტრის ლაბორატორიის უკვე დანერგილი მიმართულებების გაუმჯობესება, სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი სერვისებისა და ტექნოლოგიების დანერგვა;
- ცენტრის პერსონალის მუდმივი გადამზადებისა და მოცემულ სფეროში მოსახლეობის სამედიცინო განათლების უწყვეტი მიწოდების სისტემის შექმნა. თანამშრომელთა მუდმივი მოტივაცია და ინოვაციების სტიმულაცია.