ადამიანის პაპილომავირუსის გენოტიპირება

bt_bb_section_bottom_section_coverage_image
  • დაავადების შესახებ
  • კვლევის შესახებ
  • პრევენცია და მკურნალობა

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ვირუსულ ინფექციას, რომელიც, როგორც წესი, კანისა და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა სახის დაზიანებას იწვევს.

ამჟამად HPV-ის 100-ზე მეტი გენოტიპია იდენტიფიცირებული, რომელთაგან ზოგი — მეჭეჭების, ზოგი კი სხვადასხვა სახის კიბოს მიზეზადაც შეიძლება იქცეს.

HPV-ის გამომწვევ  ფაქტორებს წარმოადგენს:

  • სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა;
  • დასუსტებული იმუნური სისტემა;
  • დაზიანებული კანი – ნაჭდევი ან ღია ჭრილობა, უფრო მეტად მიდრეკილია მეჭეჭების წარმოქმნისკენ;
  • დაზიანებული კანი — დამსკდარი ან ნაჭრილობევი კანი ჩვეულებრივი მეჭეჭების წარმოქმნის მიმართ უფრო დაუცველია;
  • დაუცველი კონტაქტი მეჭეჭებზე.

პაპილომავირუსული ინფექცია ხშირად  სქესობრივი გზითა და  მეჭეჭებსა თუ კონდილომებზე ფიზიკური შეხებით გადადის. ამას გარდა,  შეიძლება, ახალშობილი ბუნებრივი  გზით მშობიარობის დროს დაინფიცირდეს. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევაშიც, როცა ადამიანს სქესობრივად აქტიური ცხოვრება არ აქვს, ან წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავს.

HPV ტესტი საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ნაწილია. მისი ჩატარების დროს საშვილოსნოს ყელიდან უჯრედების მომცრო ნიმუშს იღებენ და მათ HPV-ზე ამოწმებენ. სკრინინგის მიზანი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაა. სქესობრივი ჯანმრთელობის ზოგიერთ კლინიკაში სკრინინგი ანალური კიბოს მაღალი რისკის მქონე მამაკაცებისთვისაც ტარდება.

აშშ-ის კიბოს საზოგადოება 30-65  წლის ქალებს რეკომენდაციას უწევს, 5 წელიწადში ერთხელ HPVკვლევა  პაპანიკოლაუს ტესტთან ერთად ჩაიტარონ. ტესტი რეკომენდებულია იმ ქალებისთვისაც, რომლებსაც პაპანიკოლაუს ტესტის შედეგებში ნორმიდან გადახრა აღენიშნებათ.

ადამიანის პაპილომავირუსის ტესტი ეფუძნება პჯრ მეთოდს, რომელიც საშვილოსნოს ყელის ნაცხში პაპილომავირუსის 37 ქვეტიპის დნმ-ის დეტექციის საშუალებას იძლევა:

  • საშუალო და მაღალი რისკის: 16, 18, 26, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 53, 56, 58, 59, 66, 68, 69, 73 და 82 (MM4 e IS39).
  • დაბალი რისკის: 6, 11, 40, 42, 43, 44, 54, 61, 62, 67, 70, 71, 72, 74, 81, 83, 84 და 91.

ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) მკურნალობა კანისა და ლორწოვანის დაზიანების ტიპზეა დამოკიდებული.

როდესაც HPV-ის ტესტის ან პაპანიკოლაუს (პაპ) ტესტის შედეგებში ნორმიდან გადახრა ფიქსირდება, რეკომენდებულია კოლპოსკოპიის ჩატარება. პროცედურის დროს საშვილოსნოს ყელი ზედმიწევნით მოწმდება, ხოლო საეჭვო არეებიდან ბიოფსიისთვის ნიმუშის აღება ხდება.

HPV-ის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია: ვაქცინაცია, რეგულარული სკრინინგი, დამცავი კონდომის გამოყენება, საზოგადოებრივ აუზებსა და გასახდელებში ფეხსაცმლის ტარება, მეჭეჭების დაცვა მექანიკური დაზიანებისაგან და ა.შ.

ხშირად დასმული კითხვები

რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს HPV-მ?

HPV-მ შეიძლება, სხვადასხვა სახის მეჭეჭების წარმოქმნა გამოიწვიოს, ან ის საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწყვევ მიზეზად იქცეს.

რომლებია HPV-ის ხელშემწყობი ფაქტორები?

დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;

დასუსტებული იმუნური სისტემა;

დაუცველი კონტაქტი მეჭეჭებზე;

დაზიანებული კანი;

სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა.