ატიპიური პნევმონია

bt_bb_section_bottom_section_coverage_image
  • დაავადების შესახებ
  • კვლევის შესახებ
  • მკურნალობა და პრევენცია

პნევმონია არის ერთი ან ორივე ფილტვის ანთება, რომელიც მოიცავს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილს. პნევმონია შეიძლება გამოწვეული იყოს ინფექციური აგენტის ჰემატოგენური (სისხლით) ან ინჰალაციური (ჰაერწვეთოვანი) გზით ფილტვებში მოხვედრით. პნევმონია შეიძლება იყოს: ბაქტერიული, ვირუსული, პროტოზოული, ან იშვიათად სოკოვანი წარმოშობის.

პნევმონია იყოფა: ატიპიურ-საზოგადოებაში შეძენილ და ნოზოკომიურ (ჰოსპიტალურ) ტიპებად. ატიპიურ პნევმონიას ხშირად „მოსიარულე პნევმონიასაც“ უწოდებენ, რადგან ხშირად ან ძირითადად პაციენტი აქტიურია და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც არ დგება. ატიპიური პნევმონიის ძირითადი გამომწვევებია: მიკოპლაზმა პნევმონია, ქლამიდია პნევმონია (იგივე ლეგიონელა პნევმონია) და ლეგიონელა.

პნევმონიის მიმდინარეობა, სიმპტომები და გამოსავალი დამოკიდებულია:

• გამომწვევზე;

• ინფექციის ლოკალიზაციაზე;

• პაციენტის ასაკზე;

• თანმხლებ დაავადებებზე;

• იმუნურ სისტემაზე.

ატიპიური პნევმონია უმეტესად დუნედ მიმდინარე რთულად სადიაგნოსტიკო დაავადებაა. ყველა ტიპის პნევმონიას მსგავსი სიმპტომატიკა ახასიათებს. მკურნალობის ტაქტიკისა და კეთილსაიმედო გამოსავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია დროული და ზუსტი დიაგნოსტიკა, რისთვისაც დღესდღეობით ოქროს სტანდარტად აღიარებულია პჯრ კვლევის მეთოდი.

გენომიქსი გთავაზობთ ატიპიური პნევმონიიის დიაგნოსტირებას პჯრ მეთოდით, რომელიც მიჩნეულია თანამედროვე დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად. კვლევა ტარდება შემდეგ გამომწვევებზე:

• მიკოპლაზმა პნევმონია, ქლამიდია პნევმონია (იგივე ქლმიდია პნევმონია);

• ლეგიონელა პნევმონია.

ატიპიური პნევმონიის მკურნალობა დამოკიდებულია, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, დაავადების სიმძიმეზე. ძირითადად დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში პაციენტი ამბულატორიულ ანტიბიოტიკოთერაპიასა და სიმპტომურ მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა ზოგიერთი გამომწვევი, მაგალითად, ლეგიონელა ხშირ შემთხვევაში სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს. გადაწვეტილებას ჰოსპიტალიზაციის შესახებ ექიმი იღებს. პრევენცია: რეკომენდებულია ყოველწლიური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ჰიგიენის დაცვა, საცხოვრებელი ადგილის ხშირი განიავება, დადასტურებული პნევმონიის მქონე პაციენტთან მჭიდრო კონტაქტისგან თავის არიდება ან პირბადის გამოყენება, მისი ხშირი ცვლა და ხელის მკაცრი ჰიგიენა.

ხშირად დასმული კითხვები

რა სიმპტომები ახასიათებს ატიპიურ პნევმონიას?

სხვადასხვა გამომწვევის ფონზე განვითარებული პნევმონია მსგავსი სიმპტომატიკით ვლინდება. ამ სიმპტომებს შორისაა:

• გულმკერდის ტკივილი სუნთქვის ან ხველების დროს;

• პროდუქტიული და/ან მშრალი ხველა;

• საერთო სისუსტე;

• კუნთების ტკივილი;

• ცხელება, ოფლიანობა და შემცივნება;

• ჰიპოთერმია (65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში);

• გულისრევა, ღებინება ან დიარეა;

• ჰაერის უკმარისობა;

• ციანოზი;

• ცნობიერების ცვლილებები (65 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებში).

რესპირატორული სიმპტომების დაწყებიდან რამდენ ხანშია რეკომენდებული კვლევა?

კვლევის ჩატარების საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს თქვენი ანამნეზის შეგროვებისა და საჭირო კვლევების შემდეგ. იმ შემთხვევაში,თუ  მჭიდრო კონტაქტში მყოფ ადამიანს დადასტურებული აქვს ატიპიური პნევმონია, შესაძლოა ექიმმა პირდაპირ დაგინიშნოთ კვლევა ატიპიურ პნევმონიაზე.

რამდენად საშიშია ატიპიური პნევმონია?

ატიპიური პნევმონიის მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში მარტივია და ექვემდებარება ამბულატორიულ მკურნალობას, თუმცაღა შესაძლებელია მწვავედაც მიმდინარეობდეს და საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია, რაც დამოკიდებულია როგორც გამომწვევზე, ასევე პაციენტის თანმხლებ დაავადებებზე და ზოგად მდგომარეობაზე. ატიპიური პნევმონია შეიძლება ლეტალურადაც დამთავრდეს.