სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

bt_bb_section_bottom_section_coverage_image
  • დაავადების შესახებ
  • კვლევის შესახებ
  • მკურნალობა და პრევენცია

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ფართოდაა გავრცელებული. მხოლოდ აშშ-ში, ყოველწლიურად, ამ ინფექციების მილიონობით ახალი შემთხვევა ვლინდება.
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს 30-ზე მეტი სხვადასხვა ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი იწვევს. ინფექცია, ძირითადად, სქესობრივი კონტაქტის შედეგად ვრცელდება. სგგი-ის უმეტესობა უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს. სგგი, მათ შორის უსიმპტომოდ მიმდინარეც, შემდგომ არაერთი გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დღესდღეობით სგგი-ის კვლევისთვის ოქროს სტანდარტად პჯრ კვლევა მიიჩნევა, რისთვისაც ვაგინალური/ურეთრალური ნაცხი ან შარდი გამოიყენება.

„გენომიქსი“ სგგი-ის თერთმეტი გამომწვევის იდენტიფიცირებისთვის მაღალსენსიტიური პჯრ კვლევის ერთიან პანელს გთავაზობთ:

ქლამიდია ტრაქომატის / Chlamydia trachomatis;
ნეისერია გონორეა / Neisseria gonorrhoeae;
მიკოპლაზმა გენიტალიუმ / Mycoplasma genitalium;
ტრიქომონა ვაგინალის / Trichomonas vaginalis;
ურეაპლაზმა პარვუმ / Ureaplasma parvum ;
 ურეაპლაზმა ურეალიტიკუმ / Ureaplasma urealyticum;
მიკოპლაზმა ჰომინის / Mycoplasma hominis ;
ჰერპეს სიმპლექს / 1 Herpes simplex 1;
ჰერპეს სიმპლექს 2 / Herpes simplex 2;
ტრეპონემა პალიდუმ / Treponema pallidum;
გარდნერელა ვაგინალს / Gardnerella Vaginalis.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციისა და მკურნალობის მიზანი მათი გავრცელების მასშტაბის შემცირება, ინფექციის მიმდინარეობის დროის შემცირება და გართულებების თავიდან აცილებაა.

პირველადი პრევენცია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. მათ შორისაა, ინფორმირებულობის გაზრდა უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტის შესახებ.

მეორადი პრევენცია მკურნალობას უკავშირდება. აივ-ისა (HIV) და ვირუსული ინფექციების გარდა, შესაძლებელია, პაციენტი ამ დაავადებებისგან სრულად განიკურნოს. შესაბამისად, აღარ იყოს გადამდები და გაწყდეს გადაცემა-გავრცელების ჯაჭვი.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უმეტესობა უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული სიმპტომებით მიმდინარეობს. შესაბამისად, აუცილებელია, ადამიანმა, რომელსაც რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, სგგდ-ის ტესტი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს.

დადებითი დიაგნოზის შემთხვევაში, მედიკამენტებით მკურნალობა და მართვა ნებისმიერი ინფექციის დროსაა შესაძლებელი, ზოგი მათგანი კი სრულად იკურნება.

ხშირად დასმული კითხვები

ვინ უნდა ჩაიტაროს სგგი დიაგნოსტირება?

სგგი დიაგნოსტირება უნდა ჩაიტაროს ყველამ, ვისაც სქესობრივად აქტიური ცხოვრება აქვს.

რამდენ ხანში ერთხელაა რეკომენდირებული დიაგნოსტირება?

თუ ადამიანს რამდენიმე სქესობრივი პარტნიორი ჰყავს, ი/ვ ნარკოტიკის მომხმარებელია, ან დაუცველი (კონდომის გარეშე) სქესობრივი ცხოვრება აქვს, შემოწმება  3-6 თვეში ერთხელაა რეკომენდებული.

რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მქონე ადამიანმა კი სასურველია, სგგი-ის ტესტი სულ მცირე წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს.

განკურნებადია თუ არა სგგი?

დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, ინფექციის მართვა შესაძლებელია, ზოგი მათგანი კი სრულად განკურნებადია.